0 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბუნებრივი აირის მიწოდება მეპატრონემ თვითნებურად აღადგინა, რის შემდეგაც ბინა სხვა პირებს მიაქირავა - ახალი დეტალები

ბინის მეპატრონე, სადაც მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა, ისნის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, დაკითხვის დროს მას გულის შეტევა დაემართა. ალექსანდრე მურადოვს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოაჩინეს.ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე მეზობლები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ქეთევან წამებულის 67 ნომერში 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. შვიდივე დაღუპული „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.

მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის არიან მამა-შვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები