0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,წყალგამაცხელებელი, რომელიც ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა ჩახსნეს გეგმიური რევიზიის დროს, მობინადრემ თვითნებურად მიაერთა"

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა კომენტარი გააკეთა, მისი  თქმით 7 ადამიანი C0-ს დაგროვების შედეგად გარდაიცვალა, რაც კუსტარულად დამონტაჟებულმა წყალგამაცხელებელი გამოიწვია. 

"შემოწმებისას დაგვხვდა არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც  ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა ჩახსნეს გეგმიური რევიზიის დროს. მობინადრემ კი თვითნებურად მიაერთა წყალგამაცხელებელი, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია ეს შედეგი.

 გაზის გაჟონვასთან არანაირ კავშირში არ არის, სავარაუდოდ, C0-ს დაგროვების შედეგად მოხდა ეს უბედური შემთხვევა,"- განაცხადა ყაზტრანსგაზის თანამშრომელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები