0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კალათბურთის ფედერაციისა და კომპანია “ჰიუნდაის” სასპონსორო თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა ღრმავდება. ფედერაციასა და აღნიშნულ კომპანიას შორის სასპონსორო თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი თბილისის „ჰიუნდაის“ ცენტრში გაფორმდა.

12 წელია, „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია. განახლებული მემორანდუმის საფუძველზე კი „ჰიუნდაი“ 2019 წლის სექტემბერში თბილისში გასამართი 18-წლამდელთა ევროპის 3X3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 3X3 კალათბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თბილისში ჩატარების უფლება გასული წლის შემოდგომაზე მოიპოვა.

სასპონსორო ხელშეკრულების ფარგლებში, „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 2 ახალი ავტომობილი გამოუყო, რომელიც როგორც ეროვნული ნაკრებების მომზადების, ისე შიდაჩემპიონატების ორგანიზებას მოემსახურება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მოაწერეს. ფედერაციის პრეზიდენტმა დავით გიორგობიანს სახსოვრად ეროვნული ნაკრების წევრების ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი გადასცა. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ოფისში გაიმართა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის პრეზენტაცია, რომელსაც ტურნირის მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი 2006 წლიდან იმართება და ბოლო 2 წელია მას ცნობილი კალათბურთელების მშობლიური ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს. წელს ტურნირში მონაწილეობას სუპერლიგის 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან.

„ა“ ჯგუფი: დინამო, დელტა, მგზავრები, ბათუმი
„ბ“ ჯგუფი: ქუთაისი, თსუ-ჰიუნდაი, ოლიმპი, კაკტუსი

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ, 4-დან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული გუნდები ფინალში გავლენ. სატიტულო მატჩი 8 თებერვალს, ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში  18:00  საათზე გაიმართება.

დავით გიორგობიანი (კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ პრეზიდენტი):  ჩვენი კომპანია ქართული კალათბურთის დიდი გულშემატკივარია და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ბოლო 12 წელი უწყვეტად ვასპონსორებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მონაწილეობას ვიღებთ ქართული კალათბურთის განვითარებაში. ეროვნული ნაკრების გარდა, აქტიურად ვართ ჩართულები ბავშვთა კალათბურთის განვითარებაში –  „ჰიუნდაის“ საკალათბურთო სკოლა წლების მანძილზე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში, რასაც გასულ წელს ბალტიის ლიგის ჩემპიონობა დაემატა. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ამასთანავე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ-ჰიუნდაიმ გასულ წელს წარმატებით იასპარეზა „ა“ ლიგაში და წელს უკვე სუპერლიგაში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი განპირობებულია ეროვნული ნაკრების და ზოგადად  ქართული კალათბურთის წარმატებებით და მოხარულნი ვართ, რომ ამ პროცესში კომპანია „ჰიუნდაის“ თავისი წვლილი შეაქვს.

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): დიდი მადლობა კომპანია „ჰიუნდაის“ და მის პრეზიდენტს დავით გიორგობიანს, რომელიც ვეტერანი კალათბურთელია და რომელსაც ძალიან უყვარს კალათბურთი. ქართული კალათბურთი წლების მანძილზე დიდ მხარდაჭერას გრძნობს „ჰიუნდაის“ მხრიდან და ეს სწორედ დავით გიორგობიანის დამსახურებაა. სასიხარულოა, რომ კომპანია „ჰიუნდაი“ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში წელს სპონსორობას გაუწევს 3X3 კალათბურთში ევროპის  18-წლამდელთა ჩემპიონატს, რომელიც 2019 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება. აგრეთვე, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას საჩუქრად გადმოეცა 2 ახალი ავტომობილი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში დიდ დახმარებას გაგვიწევს. „ჰიუნდაის“ წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთის განვითარებაში, რისთვისაც მსურს დიდი მადლიერება გამოვხატო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...