საზოგადოება
"4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი"
2019-01-30 16:54:46
4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან 4 პირი გათავისუფლდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა.
ამასთან, მისი განმარტებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან " დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.
კომენტარები