საზოგადოება
გამოკითხულთა 39% პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
2019-01-30 11:58:03
"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.
პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის შეფასების კუთხით დიდ ქალაქებსა და სხვადასხვა დასახლებებში NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასეთია:
თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოკითხულთა 39% ირაკლი კობახიძის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
საერთო ჯამში მოსახლეობის 38% აფასებს დადებითად პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
კომენტარები