0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის - NDI

"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატია არის? - 43% პასუხობს, რომ არის; ხოლო 11%-მა არ იცის.

კითხვაზე, საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა თქვენთვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროთ? გამოკითხული მოსახლეობის 59 % ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 33 %-ის  აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24%-ის აზრით უმნიშვნელოა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითიშერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები