0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია – რამდენიმე საათში, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორეს შეხვდება

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. დელეგაციის წევრები დღეს ილია მეორეს ხვდებიან. სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა.

საქართველოს პატრიარქთან აუდიენციამდე კონსტანტინეპოლელი ეპისკოპოსები წმინდა სინოდის წევრებს აბანოთუბნის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ. კადრები რუსთავი ორმა გადაიღო.

"კურიერთან" ინტერვიუს დროს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ძალზე მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი საუბრის დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

"საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვაქვს. მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს დიდ პატივს ვცემთ. მადლობლები ვართ სტუმართმოყვარეობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომელიც აზრთა გაცვლის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის როდესაც ერთად ვართ, ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განვიხილავთ,"-აცხადებს მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საფრანგეთის მიტროპოლიტი მეუფე ემანუელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები