0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასოდეს ეკა ბესელიას ამასთან პრობლემა არ ჰქონია, არ მახსოვს მისი სოლიდარობა წინა წლებში - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერებით ომი ოპონენტებთან ბრძოლაში ხელისუფლების პრიმიტიული კამპანიაა. ხიდაშელი აქცენტს გასულ წლებზე აკეთებს და ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლის წინააღმდეგი ეკა ბესელია არასდროს ყოფილა.

„სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღმოჩნდა უპრეცედენტოდ წარმოუდგენლად ერთის მხრივ პრიმიტიული და მეორეს მხრივ ბინძური საკუთარ ოპონენტებთან ბრძოლაში. და მგონია რომ ძალიან მარტივი მიზეზი აქვს ამას. როდესაც არ გყოფნის არც ინტელექტი, არც პატიოსნება, არც პროფესიონალიზმი, არც კვალიფიკაცია შემდეგ ხდები აი ასეთი პრიმიტიული. ეს ყველაფერი ძველი ისტორიებია მურუსიძიდან დაწყებული, გაგრძელებული აი ამ შანტაჟის კადრებით  რომელიც არის აქტუალური დღეს კიდევ ერთხელ. არასოდეს ეკა ბესელიას ამასთან პრობლემა არ ჰქონია. მე არ მახსოვს არც ერთი წამი მისი არც საჯარო და არც პირადი სოლიდარობის წინა წლებში,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები