0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს სამუშაო ადგილის ორგანიზება მოგიწევთ. მოაწესრიგეთ ყველაფერი. შესაძლოა ხარჯის გაწევა და რაღაცის ყიდვა მოგიხდეთ. წარმატებული დღეა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისთვის. კარგი იქნება გაესინჯოთ ექიმს და გადაამოწმოთ საკუთარი ჯანმრთელობა. ეწვიეთ სტომატოლოგს.

კურო. დღეს განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე საყვარელს – საკუთარ თავს დაუთმეთ! მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები, ფიზიკური ვარჯიშები – ძალიან მოგიხდებათ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ საკუთარი ემოციები იმისათვის, რომ არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ ან პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

ტყუპები. ამ დღეს არაა გამორიცხული შეცდომები ან უსიამოვნებები პროფესიულ საქმიანობაში. შეეცადეთ რაც შეიძლება ფრთხილად მოეკიდოთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. დიდია ალბათობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარ-პატარა პრობლემებისა. ძალიან გავნებთ ჭარბი კვება.

კირჩხიბი. სწორედ დღეს არის მოსალოდნელი დამაინტრიგებელი წინადადების მიღება. ძალიან მოულოდნელად გეწვევათ იდეა, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტთ.

ლომი. გინდათ ბევრი ფული გამოიმუშავოთ? მაშინ ნუ იზარმაცებთ! როგორც ჩანს, ფილოსოფიური ქვა, რომელსაც მრავალი საუკუნის მანძილზე ეძებდნენ ალქიმიკოსები, დღეს თქვენს ხელში აღმოჩნდება. სხვა შემთხვევაში ვერაფრით ახსნით იმას, რომ ყველაფერი მოგებას მოგიტანთ, რასაც კი შეეხებით.

ქალწული. ჯანსაღი ცხოვრების წესი – აი, რა არის თქვენი დევიზი! კარგი იქნება დილის ვარჯიშით დაწყება. შემდეგ შეგიძლიათ კოსმეტიკურ სალონს ეწვიოთ. სამსახურში უმნიშვნელო სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გონივრულად მიიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველაფერი მოგვარდება.

სასწორი. ამ დღეს კარგი იქნება გარკვეული დროით დაივიწყოთ ყველა საქმეს და პრობლემა, მოდუნდეთ და კარგად დაისვენოთ. არაა გამორიცხული ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრა. ამასთანავე გელით უსიამოვნო მომენტებიც – პრობლემები ოჯახში. სცადეთ გარემოს შეცვლა და ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს.

მორიელი. კარგი დღეა შეხვედრების, პაემნებისა და წვეულებებისათვის. თქვენ შეხვდებით უამრავ საინტერესო და სასარგებლო ადამიანებს. ნუ მოგერიდებათ მათთან ნაცნობობის გაბმა. ეს ნაცნობობა თქვენთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. ასევე სასურველია სალონში ვიზიტი და საკუთარ თავზე ზრუნვა. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. თქვენ ბევრი რამ გექნებათ განსახილველი.

მშვილდოსანი. ნებისმიერი საუბარი დღეს შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. აფსოლიტურად შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.

თხის რქა. თქვენ ძალიან ხშირდ ექცევით ხოლმე სხვისი გავლენის ქვეშ. ზოგჯერ გვერდიდან უკეთ ჩანს სიტუაცია, ამიტომაც მეგობრული რჩევები შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ… იქნებ ამ ადამიანებს, ასე თუ ისე, საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ?! ამაზე დაფიქრდით.

მერწყული. რთული დღე გელით. შესაძლებელია საკუთარი შეხედულებების დაცვა მოგიხდეთ. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აუწიოთ ხმას. ეს, უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც, გამარჯვებას გიქადით. მოსალოდნელია კონფლიქტები მეზობლებთან ან ახლობელ ადამიანებთან. ერიდეთ ამ დღეს მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლას, ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს.

თევზები. თქვენ აქტიური, საინტერესო მოვლენებითა და ადამინებით გაჯერებული დღე გელით. გუნდში უთანხმოებები და განხეთქილებებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ მღელვარე რეაგირებას არ მოახდენთ, ყველაფერი თავისთავად ჩაცხრება. საღამოს განმარტოვდით, მოდუნდით და დაფიქრდით მომავალზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...