0 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

2 წლის ბიჭი ნათესავმა დაკბინა – ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული

2 წლის ბიჭი ნათესავმა მამაკაცმა დაკბინა. ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 2 წლის ბავშვი ძალადობის ნიშნებით იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც 4 წლის ნინო ზალინაშვილი იწვა. 4 წლის გოგონა მოგვიანებით გარდაიცვალა. 4 წლის ნინო ზალინაშვილის სხეულზე დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა „P.S.-ს” მიაწოდეს. 2 წლის ბიჭი მთელ სხეულზე ადამიანის მიერ დაკბენილი იყო.

ექიმებმა პატარას სახეზე, მთელ სხეულსა და გენიტალიებზე მრავლობითი სისხლჩაქცევები უპოვეს, თუმცა კლინიკაში მიყვანის მიზეზი შეშუპებული გენიტალიები და ამის შედეგად წარმოქმნილი შარდის შეკავება გახდა. დედა ყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, პატარა ტყუპისცალი დის მიერ იყო დაკბენილი, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭს ზრდასრული ადამიანის კბილების კვალი ემჩნეოდა. დაკბენილი იყო 2 წლის ბიჭის დაც. 

ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ჭრილობები ოჯახის ნათესავმა მიაყენა, რომელიც ნასვამი იყო და ასე მოჭარბებული სიყვარულის გამო მოიქცა.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი სექსუალური ხასიათის ძალადობის თაობაზე და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე დღით დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. დაზარალებული ბავშვის დედამ კი პოლიციიდან საჩივარი უკვე გამოიტანა.

აღნიშნული შემთხვევა სოციალური სამსახურისთვის ცნობილია. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე 2 წლის ბიჭსა და მის დედმამიშვილებს ოჯახის წევრებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სოციალური სამსახური მამაკაცის ქმედებას ცალსახად ძალადობად აფასებს და მშობლებს ნათესავისგან დისტანცირებას ურჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო კვირის ბოლოს სისტემურ ხარვეზებსა და ძირეული რეფორმების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.

სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2018 წელს არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში 1500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. აქედან 556 შემთხვევაში ძალადობის შემთხვევა დადასტურდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...