0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“

ეს ახალგაზრდა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუაა. 22 იანვარს მან რესტორან “კრწანისთან” მტკვარში დახრჩობას ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა.

ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვრის დილას თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ  ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. რა დროსაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა.

„ მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. მიშველე, გოგო იხრჩობა და მე ცურვა არ ვიციო, ერთი ეს მითხრა. როგორც კი გადავიხედე, მტკვარში გოგონა შევამჩნიე, რომელიც წყალში ტივტივებდა.

იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე -  ქურთუკი გავიხადე, იქვე ეგდო იმ გოგონას ქურთუკიც. ერთმანეთს სახელოებით გადავაბი და ვეცადე, წყალში გადამეგდო.“

რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გოგონამ ქურთუკის ერთ ბოლოზე ხელის ჩაჭიდება შეძლო.

„ნაპირთან რომ მოვწიე, ამოყვანა ვცადე, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, ხელი ეშვებოდა. „მტკვარში  ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“.

ამ დროს შემთხვევის ადგილზე უკვე ხალხი მოგროვდა. ნიკოლოზისა და გოგონას წყლიდან ამოყვანა მისმა თანამშრომლებმა და შეკრებილმა ხალხმა ერთდროულად მოახერხეს.

„არც ამ გოგონას სახელი ვიცი, არც მისი ასაკი, არც ის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა მტკვარში. როცა წყლიდან ამოვიყვანეთ და მიწაზე დავაწვინეთ, გონება დაკარგა. პატრულის მოსვლისთანავე იქაურობა დავტოვეთ, რადგან ერთ-ერთ მისამართზე გამოძახება გვქონდა“.

ნიკოლოზ ჯოჯუას ამ გმირობის ამბავი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა თვითმხილველები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...