0 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში ერთდროულად ორ ბინაში კუსტარულად დამონტაჟენული მილებიდან გაზი ჟონავდა

ვაჟა ფშაველას გამზირის 25--ში მცხოვრები ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, მის აივანზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ მობინადრის მეზობლად, დაკეტილ ბინაში გაზის დიდი კონცენტრაცია იყო. გადაიკეტა სადარბაზოს ონკანი. მეზობლებისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით ბინის მეპატრონე მოიძებნა. სახლში შესვლისას კი დადგინდა, რომ შიდა გაყვანილობა თვითნებურად, კუსტარული წესით, ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. ბინის მფლობელს მრიცხველიდან გამომავალი რეზინის მილი გადაჭრილი ქონდა და გადაკეცილი იყო მავთულით, მილი, საიდანაც გაზი ჟონავდა (ფოტოზე ჩანს გადაჭრილი მწვანე შლანგი, თეთრი მავთულით გადაკეცილი).

გადამოწმებისას გაირკვა, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს აღნიშნულ ბინაში 2018 წლის 19 ივნისს ჩატარებული აქვს შემოწმება. დარღვევების გამო ბინას გაზმომარაგება შეუწყდა, მეპატრონეს კი უსაფრთხოების ნორმების ზეპირი ინსტრუქცია ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მობინადრემ ბუნებრივი გაზის მიწოდება თვითნებურად აღიდგინა. აღნიშნულ კორპუსში უსაფრთხოების მიზნით დამატებითი შემოწმებისას სპეციალისტებმა თვითნებური გაყვანილობა და დარღვევები კიდევ რამდენიმე ბინაში აღმოაჩინეს. (ფოტოზე ჩანს რკინის მილი რომელიც გადაჭრილია და თაბაშირით ამოვსებული) ყველა მათგანს მიეცა შესაბამისი ინსტრუქცია და ბინებს, სადაც დარღვევები იყო, გაზმომარაგება შეუწყდა.



მოვუწოდებთ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ და ნუ გარისკავენ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს მსგავსი უკანონო ქცევებით. კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა ძალიან საშიშია თქვენთვის და თქვენს კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...