0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. მან მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო. ბავშვი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში არის გადმოყვანილი. 

ბაღის დირექრორის განცხადებით, ბავშვმა ძიძა ატარებდა სადეზინფექციო სამუშაოებს, რა დროსაც ბავშვმა მას წყალი სთხოვა. უკან დაბრუნებულმა ძიძამ კი დაინახა, რომ ბავშვს ხელში ხსნარი ეჭირა. დალია თუ არა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა სითხე, დირექტორი ვერ აკონკრეტებს. 

„ბავშვი იმყოფებოდა ჯგუფში. ძიძა ატარებდა სადეზინფექციო სამუშაოებს და ამ მომენტისთვის მოთხოვა წყალი. რა დროსაც ის ჭურჭელი, რაშიც ჰქონდა სითხე, ინსტიქტურად გადადო გვერდზე და წყალის სადენის მომენტში ბავშვი მისწვდა ამ ჭურჭელს. ანუ პირთან ჰქონდა  მიტანილი. არ არის დაფიქსირებული დალია თუ არა,“-განაცხადა ბაგა-ბაღის დირექტორმა თამილა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით ბავშვი თავს ცუდად არ გრძნობდა თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მას და ძიძას არ ჰქონდა ინფორმაცია დალია თუ არა ბავშვმა ხსნარი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი კლინიკაში ტრანსპორტირების. 

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება პოლიციამ და დადგება თუ არა მომხდარის გამო აღმზრდელების პასუხისმგებლობის საკითხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები