0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. 

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული. 

საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება. 

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.  პროექტების განვითარების ორი ფაზა არსებობს, მათი ნაწილი 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილი კი 2030 წლისთვის უნდა იყოს განხორციელებული. “ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის” ფარგლებში საქართველოში 10-ზე მეტი პროექტია გათვალისწინებული. ამ პროექტების ნაწილი ჯერ პროექტირების წინარე ფაზაში იმყოფება და მათ დაფინანსებაზე საბოლოო ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზა - 233 მილიონი ევრო, პარტნიორობის ტიპი PPP; 
სარკინიგზო მაგისტრალი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე - 100 მილიონი ევრო; 
ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალის მშენებლობა - 1 მილიარდი ევრო;
გრიგოლეთი-ფოთის ხიდის მშენებლობა - 25 მილიონი ევრო; 
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობა - 101 მილიონი ევრო; 
ბათუმის შემოვლითი გზა - 115 მილიონი ევრო; 
ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი - 61 მილიონი ევრო; 
რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 115 მილიონი ევრო; 
ალგეთი-სადახლოს პროექტი - 90 მილიონი ევრო; 
სადახლოს მეგობრობის ხიდი - 6 მილიონი ევრო. 

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა. 
აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.
წყარო  http://www.bm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...