0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯვრის მონასტერი გახსნეს

რამდენიმე დღიანი დახურვის შემდეგ ჯვრის მონასტერი კვლავ გაიხსნა. მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილი გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც უკვე 48 საათია, ტაძარი დაკეტილია. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

როგორც წერილშია ნათქვამი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარე მოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები