0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჩაგვკეტეს ახალგორში გაურკვეველი დროით,ბავშვები სიცხიანები,ვირუსიანები, წამალი არ არის და არც ექიმებია.."-ახალგორელი მშობლის წერილი

დავით ქაცარავამ ახალგორში მცხოვრები ერთ-ერთი მშობლის წერილი მიიღო, რომელსაც "დეოკუპეიშენ.ჯი" აქვეყნებს.

"გამარჯობათ დავით. ისევ თქვენ მოგმართავთ. იქნებ თქვენ გვიშველოთ ან დაგვეხმაროთ. ვწერ მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჩაგვკეტეს ახალგორში გაურკვეველი დროით. ბავშვები სიცხიანები. ვირუსიანები. წამალი არ არის და არც ექიმებია. საერთოდ არაფერი არარის. არავინ არაფერს გვეუბნება.

ჩემი ბავშვი 39 სიცხით და სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფომ გამოგვიშვა დანიშნულების გარეშე, იმიტომ რომ წამალი არ არის. მინდა წითელი ჯვრის დახმარებით თბილიში გადმოყვანა. თუ რამე იცით, როგორ დავუკავშირდე წითელ ჯვარს, შემატყობინეთ. ძალიან მინდა ჩემი სახელი და გვარი არ გახმაურდეს, პრობლემების გამო. გთხოვთ ძალიან, უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი. მადლობა"

დავით ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ქეთევან ციხელაშვილს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოქალაქეების ბედით:

"ვინ იცის, რამდენი ადამიანია ასე სასოწარკვეთილი, როგორც ეს მშობელი. მედიკამენტებით უზრუნველყოფილ გარემოში და თანამედროვე კლინიკების პირობებშიც კი ძნელია ამ ვირუსთან ბრძოლა, ხომ წარმოგიდგენიათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა განუკითხაობა იქნება ამ მხრივ?

მე მაინტერესებს, რატომ არ არის უფრო აქტიური ინტერაქცია სამინისტროსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შორის, თუნდაც, იგივე სოციალური ქსელით? ეს ადამიანი მე დამიკავშირდა იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ან კიდევ მისი იმედი არა აქვს. ორივე შემთხვევაში ნონსენსია", - ამბობს დავით ქაცარავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები