1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი: შემთხვევის დღეს სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა.. შეიძლება ადამიანი გადაღლილობისგან გაითიშოს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, გუშინ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მასთან ერთად მომუშავე სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა. 

"არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს... მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტრაგედია თბილისში გუშინ დილის 8 საათზე მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

კაცი ამ დრომდე რჩება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც სამართალდამცველები მეთვალყურეობენ. მას თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლის უყურადღებობა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები