1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფო დახმარების მანქანის ავარიის შედეგად დაშავებულ მუშას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ამ წუთებშიც ელენთაზე ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მამაკაცებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები