1 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიროტექნიკით 8 წლის მოზარდი დაშავდა

პიროტექნიკით კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა. კლინიკაში სახის დამწვრობით 8 წლის მოზარდი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

„წინა წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება არც პირველში, არც ორში, ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე და მერეც. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, რომ სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი“-ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

11 დაშავებულია შეყვანილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. დირექტორი  ირაკლი გოგინავა ამბობს, რომ დაშავებულებს მტევნის დაზიანება  პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ჰქონდათ მიყენებული.

გოგინავას თქმით, 4 პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო და თითების ამპუტაცია გახდა საჭირო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები