1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანის საახალწლო სიურპრიზი -არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალ წელს მშობლები და და-ძმები მიუყვანეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობამ, ასევე სასჯელაღსრულების N11 დაწესებულების თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ბავშვებისათვის საახალწლო სიურპრიზი მოამზადეს.

31 დეკემბერს, 23.30 საათზე, მსჯავრდებულ ბავშვთა მშობლები, და-ძმები და ორი მოზარდი მსჯავრდებულის მეუღლეები მცირეწლოვანი შვილებით სასჯელაღსრულების N11 დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მივიდნენ და საზეიმოდ მორთულ დარბაზში უხმაუროდ განთავსდნენ. რამდენიმე წუთში, დაწესებულების ადმინისტრაციამ დარბაზში მსჯავრდებულებიც შემოიყვანა. დიდი სიხარულითა და ბედნიერების შეძახილებით შეეგებნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს და 2019 წლის დადგომა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები