1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

დიდველზე  სულ არის ოთხი საბაგირო: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას  სამაშველო სამსახური და მოთხილამურე პატრულები  უზრუნველჰყოფენ.

საბაგიროები ყოველ დღე, 10:00-16.45 - მდე იმუშავებს.

დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა.  2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.

დიდველზე დამონტაჟებულია სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქცია „ტობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

ბაკურიანში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოთეატრი „ბაკურიანი“. გასულ წელს შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველჰყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით. ცენტრი დამსვენებლებს აძლევს საშუალებას შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდისა და სასრიალო გზების შესახებ, ასევე კვების ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგს. საზოგადოებრივი ცენტრი კინოთეატრი „ბაკურიანის“ შენობაშია.

კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალი კი 30 დეკემბერს გაიხნსნება. კოხტის მთაზე არის ერთი საბაგირო შუალედური სადგურით და 3.1 კმ-ნი 4 სათხილამურო გზა, ხოლო მიტარბიზე არის სამი საბაგირო, ორი სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი და ერთი ბიგელი, ასევე 10 კმ-ნი  11 სათხილამურო გზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...