1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა"

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთო აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული, სოციალურ ქსელში მეუღლესთან, დეა აფციაურთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ადამიანი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით მომკიდა ხელი და ცხოვრება თავიდან დამაწყებინა!  ეს არის გოგო, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში როდესაც ოჯახის ძველისძველი მანქანით ტაქსაობა მომიწია, ფულის დაზოგვის მიზნით, მანქანას საკუთარი ხელით რეცხავდა და მეხმარებოდა. (მე გარედან და დეიკო შიგნიდან) გოგო, რომელიც 4 ადგილზე მუშაობდა, არიგებდა ფლაერებს და აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემთვის წამლები ეყიდა მაშინ, როდესაც მუშაობა არ შემეძლო მიკრო ინსულტის გამო.

გოგო, რომელიც არამარტო ჯოჯოხეთში ჩამომყვა, არამედ ჯოჯოხეთში ცოლად გამომყვა. გოგო, რომელმაც დამიბრუნა თვითშეფასება და ამ გოგოს დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ 2 უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.

მიყვარხარ მე შენ ძალიან და არ ვიცი ოდესმე თუ გადაგიხდი ამ ყველაფრისთვის სამაგიეროს !

შენ ხარ ქალის, ცოლის და მეგობრის იდეალი !“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები