1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი წლის ღამეს თბილისში თოვლი მოვა

ახალი წლის ღამეს თბილისსა და ცალკეულ ქალაქებში თოვაა მოსალოდნელი

ასევე, 31 დეკემბერს მცირე თოვაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის კახეთში.

სინოპტიკოსების განცხადებით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს“, - აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები