1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რატომ უნდა შეიტანოთ სახლში “საშობაო ყვავილი” – განმარტავს მოძღვარი

შობასა და ახალ წელთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ადამინებს ბევრი ტრადიცია აერთიანებთ. ასეთია საშობაო ყვავილი და “საიდუმლო სანტა”. 

ვინაიდან შობა და მისი სიმბოლო, “საშობაო ყვავილი, უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს უკავშირდება, მის შესახებ რამდენიმე კითხვით მოძღვარს მივმართეთ.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია). 

– გავრცელებულია საშობაო ყვავილი. როგორ დაუკავშირდა ეს ყვავილი შობას?

–  შობის აღნიშვნასთან ყვავილს პირდაპირი კავშირი არა აქვს, ეს არის უფრო სახალხო ლეგენდა. შობის დღესასწაული განსაკუთრებული დღეა, რომლის დადგომასაც მოგვების მსგავსად დიდი მოლოდინით ელოდებიან მსოფლიოში გაფანტული სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანები. საქართველოში ტრადიციულად იციან “ალილოს”” აღნიშვნა, რაც ძველთაგანვე წინაპრებმა დანერგეს. მორწმუნეები შობის წინა ღამეს იკრიბებოდნენ, სიმღერ- სიმღერით აგროვებდნენ დოვლათს, რაც შემდგომში მიჰქონდათ დასარიგებლად გაჭირვებული ოჯახებისთვის (დღემდე გრძელდება ერთობლივი მოწყალების ამგვარად გაღება). ამერიკასა და ევროპაში, ტრადიცული ფორმის განსხვავებული სახე არსებობს. მათ სწამთ, რომ ოჯახში თუ ექნებათ ყვავილი, “საშობაო ვარსკვლავი”, მთელი წელი ბედნიერებით ჩაივლის. ამიტომ, შობის წინა დღეს მათი სახლი ირთვებადა მშვენდება პუანსეტიის ყვავილით, რომელიც დეკემბრის თვეში ყვავილობს და ფოთლები ვარსკვლავის ფორმას ღებულობს. ამერიკაში, ლეგენდაც კი შექმნეს ამ ყვავილთან დაკავშირებით. ერთ პატარა ბიჭს არ ჰქონდა ფული ტაძარში შესაწირის სახით რომ დაეტოვებინა და ამიტომ მან გადაწყვიტა გზაზე მოეწყვიტა ყვავილები და მოკრძალებული თაიგული შეეწირა ხატისთვის — ბავშვს სწამდა, რომ იესოს გაუხარდებოდა მისგან ეს საჩუქარი (მოგვებმაც ხომ შობა დღეს მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური). მან როდესაც შეაბიჯა ტაძარში, მართლაც საშობაო სასწაული მოხდა, მის ხელშივე, მიტანილი თაიგული გაყვავილდა. იმ დროიდან, სწამთ, რომ ყოველი წლის დეკემბრის ღამეს ყვავილდება პუანსეტია. ადამიანმა რომ იყიდოს და ახლობელს აჩუქოს, არაფერი დაშავდება, პირიქით, საშობაო სუფრას გაალამაზებს. 

– სწორია თუ არა მისი “საშობაო ყვავილად” მოხსენიება?

– “საშობაო ვარსკვლავად”, მისი ფორმის გამო იწოდება. ტრადიციული სახელები თუ არ ამახინჯებს ქრისტიანულ სწავლებას, საპრობლემო არაფერია. შესაბამისად, არაფერი ირღვევა თუ შობის მიახლოებულს გაფურჩქვნად ყვავილს “საშობაო”” ეწოდება.

– აუცილებელია საშობაოდ ყველა ოჯახში იყოს მსგავსი ყვავილი?

–  წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, აუცილებლობა არ არის შობას, უბრალოდ სადღესასწაულო იერს უფრო მეტ ელფერს სძენს ყვავილებით მორთული სახლი.

– რა იქნება საუკეთესო საშობაო საჩუქარი თითოეული მორწმუნესთვის?

–  კონკრეტული პასუხი არ არსებობს. შესაძლოა, ბავშვს სათამაშო გაუხარდეს, დიდს შობის ხატი და ა.შ. ადამიანის სულიერ მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული, მას რა სურს, ვკითხოთ იმ ადამიანს, ვისაც გვსურს საჩუქარი გავუკეთოთ.

– ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა “სეკრეტ სანტას” ანუ საიდუმლო სანტას თამაში უკვე სკოლებში…

–  ბავშვები ისე უნდა გავზარდოთ, სიცრუის გარეშეც უხაროდეს საჩუქრის მიღება. “საიდუმლო” თოვლის ბაბუის გამოგონებას, არ სჯობს მამა იქცეს იმ სურვილების შემსრულებლად, რომელიც რეალურად ისედაც ყიდულობს შვილისთვის საჩუქარს. პატარა ასაკიდან სიყალბეზე დაფუძნებული ოცნება, დიდობაში ადამიანის ფსიქიკის მსხვრევას იწვევს. რეალობას და სიმართლეს შეჩვეული ბავშვი მოვლენებსაც სწორად აღიქვამს და ნაკლებ მეოცნებეა.
თეა ცაგურიშვილი .

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...