1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფონდი „ქართული გალობის“ ორგანიზატორობით არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

ნომინაციაში საუკეთესო გამოყენებითი კვლევა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემამ ქართული გალობის ანთოლოგიამ გაიმარჯვა 

24 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ქართული გალობის ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის სფეროში მოღვაწე მკვლევარები და შემსრულებლები  სამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, კერძოდ, საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი), საუკეთესო გამოყენებითი კვლევა (ფულადი პრემია 4000 ლარი) და საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი (ფულადი პრემია 2000 ლარი).  ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდიქართული გალობა“. 

შეგახსენებთ, რომ არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია 2016წელს დაარსდა და ამავე  წლიდან ყოველ წლიურად იმართება. ფონდი „ქართული გალობა“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, გასცემს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას ქართული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული მეცნიერული კვლევებისათვის. 

საღამოზე გამოვლინდა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის სფეროში შესრულებული საუკეთესო ნაშრომები.

· საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო ნაშრომი: „შეხვეტილიანის“ ციკლის ისტორიული ჩამოყალიბებისა და მუსიკალური თავისებურებების კვლევის საკითხისათვის“, მონაზონი ნინო (სამხარაძე)

· საუკეთესო ფუნდამენტური კვლევა: იოანე პეტრიწი და ქართული მუსკალურ-ესთეტიკური აზროვნება (სტატიების კრებული), ნინო ფირცხალავა

· ნომინაციაში საუკეთესო გამოყენებითი კვლევა გაიმარჯვა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემამ ქართული გალობის ანთოლოგია - I და VIII ტომები (ავტორები: სვიმონ ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე). 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ

 

არტემ ერქომაიშვილი უწყვეტი ძველი ქართული სამგალობლო ტრადიციის ბოლო წარმომადგენელია. ის იყო საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, გურული სიმღერის ერთ-ერთი გამორჩეული მცოდნე და უკანასკნელი სრული მგალობელი, რომელმაც ზეპირად იცოდა ათასობით საგალობელი. ქართული გალობის სამი შტოდან ერთ-ერთის - შემოქმედის სკოლის უნიკალური გალობა, ძირითადად, სწორედ არტემ ერქომაიშვილმა შემოუნახა მსოფლიო კულტურას. 

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათი განვითარება-პოპულარიზაციისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას, ამ სფეროში ახალგაზრდობის უფრო მეტი ჩართულობისათვის სტიმულის მიცემას. არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...