1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ტყაბლაძეს 41-მდე აქვს სიცხე, ძალიან ვნერვიულობთ…დღეს ფატალური შედეგი დადგა” – საპატრულო ჯგუფის წევრებს H1N1 ვირუსი დაუდგინდათ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, “ძალა ერთობაშიას” საპატრულო ჯგუფის 3 წევრს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდა და ატოციდან სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აღნიშნული ვირუსი ირაკლი ტყაბლაძეს, ნიკა ფრანგიშვილს და გიორგი კობიძეს აღმოაჩნდათ. 

მისივე თქმით, მათ შორის ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ირაკლი ტყაბლაძეს აქვს. 

ქაცარავას განმარტებით, მას 40.5 სიცხე აღენიშნება. 

“ერთ-ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. 40.5 აქვს სიცხე ირაკლი ტყაბლაძეს. ქარელში არიან გადაყვანილები ტყაბლაძე და ფრანგიშვილი და კობიძე თბილისში არის.

ფრანგიშვილს არ აქვს სიცხე, მაგრამ საწყისი სტადია აქვს, სავარაუდოდ. კობიძე კი უკვე მეორე დღეა სტაციონარშია და სავარაუდოდ, მასაც იგივე ვირუსი დაუდგინდება. მე მივდივარ უკვე ატოცში რომ “ა” ჯგუფი ჩავანაცვლო და სანამ გამოჯანმრთელდებიან და სანამ ჩვენ დაგვემართება ეს ვირუსი, ვიმუშაოთ.

პატრულირების ჩაგდების უფლება არ გვაქვს და ბუნებრივია, გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ძალიან ვნერვიულობთ ჩვენს წევრებზე, იმიტომ რომ დღეს დაფიქსირდა ფატალური შედეგი, ბათუმში გარდაიცვალა ერთია დამიანი და ბუნებრივია, ვნერვიულობთ ყველანი”, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” ქაცარავამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები