1 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ექსპრესნიუსს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

პლაგიატისა და სახელის უკანონო მითვისების გამო, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

რამდენიმე დღის წინ, ვებ-სივრცეში, გამოჩნდა პლაგიატი Expressnews.ge, რომლის ბმულებიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გადადის.

დომენის რეგისტრატორია, შპს - Online Analytics Systems, რომელიც დაარეგისტრირა მოქალაქე ვლადისლავ შოუამ.

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ 2009 წლიდან ქართულ მედია-ბაზარზე მოღვაწეობს.  მედია-ბრენდ „ექსპრესნიუსი“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაშია დარეგისტრირებული.

ახლად გამოსული პლაგიატი Expressnews.ge არღვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს.

აღნიშნულიდან გამომდიანარე, ახალი ამბების სააგეტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი, მიმართავს, registration.ge-ს შეაჩეროს საავტორო უფლებების დარღვევის აშკარა ფაქტი. გარდა ამისა, მენეჯმენტი აპირებს უახლოეს დღეებში მიმართოს სასამართლოს, საავტორო უფლებების დარღვევის და ბრენდის უკანონო მითვისების ფაქტზე. ამასთან, რედაქცია მოუწოდებს „რადიო თავისუფლებას“ გაარკვიოს, ვინ სარგებლობს მათი ინტელექტუალური ნაშრომით და რა კავშირი აქვს „რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროს Expressnews.ge-სთან.

გარდა ამისა, სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი არ გამორიცხავს სარჩელით პროკურატურას მიმართოს.

ცნობისთვის, „ექსპრესნიუსი“ — ახალი ამბების სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში, 2009 წლის 15 მაისს. სააგენტო თანამშრომლობს ქართულ მედიასაშუალებებთან (ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები), ასევე რეგიონალურ მედიასთან. 2009 წლის ივლისში „ექსპრესნიუსმა“ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „1news.az“-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო „არმინფოსთან“, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სხვადასხვა მედია საშუალებასთან. ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. აერთიანებს რამდენიმე მედია-საიტს. „ექსპრესნიუსი“ არის ევროპის ახალი ამბების სააგენტოების წევრი, ასევე რამდენიმე ევროპული საინფორმაციო საშუალების ახალი ამბების მიმწოდებელი საქართველოდან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების ხელმომწერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...