1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ინექციური კოსმეტოლოგია კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“

კლინიკა ჯანმრთელობის სახლში გაიხსნა ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი, სადაც მაღალპროფესიონალი ექიმები, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, უახლესი აპარატურით და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით ატარებენ.

 

კლინიკაში ტარდება შემდეგი სახის ინექციური პროცედურები:

 

·       პლაზმოლიფტინგი

 

კანის გაახალგაზრდავების ეს უნიკალური მეთოდი ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას.

ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები იწყებენ კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, პლაზმოლიფტინგის დროს რეალურად ხდება კანის გაახალგაზრდავება და აქვს ხანგრძლივმოქმედი ლიფტინგის ეფექტი.

გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა.

·       მეზოთერაპია

 

მეზოთერაპიის მეშვეობით ებრძვიან ნაადრევი დაბერების ნიშნებს, ნაოჭებს, კანის პიგმენტაციას, მოშვებულ კანს, ახდენენ ტანის პროპორციების კორექციას, მკურნალობენ ცელულიტს, თმის ცვენას, აკნეს და ა.შ.

·       ბიორევიტალიზაცია

 

ბიორევიტალიაზაცია ეს არის ჰიალურონის მჟავის ინიექციური მეთოდით კანქვეშ შეყვანა. პროცედურა ატენიანებს კანს, რადგანაც ჰიალურონის მჟავა კარგად იკავებს სითხეს. ის აგრეთვე ასტიმულირებს ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ამიტომაც კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს  და ასევე აქვს ლიფტინგის ეფექტი.

 

·       ფილერი

ფილერი გულისხმობს სპეციალური შემავსებელი გელის, ფილერის (filler- შემავსებელი) შეყვანას კანქვეშ.

ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად ( მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) ტუჩების, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩის, შუბლის არეში;
როგორც შემავსებელი-მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.

 

·       ბოტულინოთერაპია (დისპორტი, ბოტოქსი, ქსეომინი)

 

ბოტოქსის ინიექციები არის უმტკივნეულო, სწრაფი და ეფექტური საშუალება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად,  როგორიც არის: შუბლის,   წარბებს შორის  და  თვალების ირგვლივ (“ბატის თათები”). პროცედურის ხანგრძლივობა არის 15-20 წუთი, შედეგი სახეზეა 7-14 დღის შემდეგ.

·       ლოკალური ჰიპერჰიდროზი

(ჭარბი ოფლიანობა) საკმაოდაა გავრცელებული და დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში, ბოტოქსის (დისპორტის) კანქვეშა ინექციები უბრალო, სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.

ამ პრეპარატის მიკროსკოპული დოზები ახდენს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებით შეჩერებას. ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულად გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.

 

კლინიკაში ასევე შესაძლებელია კოაგულაციის პროცედურები (პაპილომების და მეჭეჭების მოშორება); სკლეროთერაპია - კაპილარების მოშორება;  სახის მრავალფუნქციური აპარატული  წმენდა.  

პროცედურების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ასაკიდან და კანის ტიპიდან გამომდინარე.

Ø  კონსულტაცია უფასოა.

მის: წინანდლის ქ #9/20

ტელ: (995 32) 225 90 50; 225 90 70

შემოგვიერთდით ფეისბუქზე - https://www.facebook.com/hhealthhouse/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...