1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს - წაღებულია 50 000 ლარი

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი" დააყაჩაღეს. წაღებულია 50 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი. როგორც ქარხნის მენეჯერი აცხადებს, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა.

"მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებს მაია მიქავა.

შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები