1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პური, შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს

პურის 15 თეთრიანი გაძვირების შემდეგ, მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ფასის მატების პროცესი გაგრძელდეს. კომპანია “აგრიკომის” დირექტორი ქეთი კუბლაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოდის. ორივე ქვეყანაში მცირე მოსავლის გამო კი ხორბალი გაძვირდა. მისი თქმით, ხორბლის საერთაშორისო ფასები მყისიერად იმიტომ აისახა ადგილობრივ ბაზარზე, რომ ქვეყანაში მარაგი არ არსებობს.


კუბლაშვილი აცხადებს, რომ გემით შემოტანა აღარ ღირს, რადგან მანქანით შემოტანა გაცილებით იაფია, მაგრამ წისქვილებს არ ჰყოფნით მანქანებით შემოტანილი ხორბალი.


მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ხორბალი უფრო გაძვირდება, რადგან რუსეთის ბაზარი შეიძლება დაიკეტოს. ამიტომ ახლა ქართული მხარე ყაზახეთზეა გადართული.


ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა კი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა დასახოს პრიორიტეტი, რა ურჩევნია – ჰქონდეს 2-3 თვის მარაგი, თუ დამოკიდებული იყოს მისი თქმით, “ლევ” ხორბალზე, რომელიც მცირე პარტიებად მანქანებით შემოდის.


სილაგავას განცხადებით, ფორსმაჟორულ ვითარებაში სახელმწიფომ შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივებით იმოქმედოს, მაგალითად, დღგ მოხსნას ხორბალზე.

შეგახსენებთ, რომ პური გასულ კვირას 15 თეთრით გაძვირდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები