1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი


1.კირჩხიბი ყველაზე მზრუნველი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის

იგი პატარა უფლისწულია. გახსოვთ როგორი რუდუნებით უვლის თავის ვარდს? "ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე”. არასოდეს ავიწყდება თავზე სარქველის დახურება და გამუდმებით იმაზე დარდობს, როგორ იქნებით მის გარეშე.

 

2.  ფუჭად არ ხარჯავს საკუთარ გრძნობებს

"თქვენ მშვენიერნი ხართ, მაგრამ ცარიელნი, რადგან არავინ გაწირავს თავს თქვენთვის. ჩვეულებრივი გამვლელი იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ერთადერთია ჩემთვის, იგი ყველა ვარდზე ძვირფასია, რადგან ჩემია”… კირჩხიბი ის ტიპი არ არის ზედაპირულ ურთიერთობებზე დაიხარჯოს. ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ ახლობლებისთვის ემეტება. როგორიც არ უნდა იყოთ, მაინც განსაკუთრებული იქნებით მისთვის.

 

3. უსიტყვოდ ესმის თქვენი

იგი ძალიან მგრძნობიარეა, ენერგეტიკულ დონეზე გგრძნობთ. შესანიშნავი ინტუიცია აქვს, ფსიქოლოგიური უნარები და კარგად იცნობს ადამიანის შინაგან ბუნებას. მან თქვენი ახსნის გარეშეც ზუსტად იცის რა გჭირდებათ და მზად არის დასახმარებლად.

 

4. ყალბი არ არის

იმიჯი დიდად არ ადარდებს. არ თამაშობს შთაბეჭდილების მოსახდენად. ბუნებრივია. ისეთია, როგორიცაა. მისთვის მთავარი შინაგანი მდგომარეობა, სულიერი სიმშვიდეა და არა რეპუტაცია, ის, თუ რას იტყვიან სხვები.

 

5. უანგაროა

ზოგადად, ადამიანები, როცა გასცემენ სანაცვლოდაც რაღაცას ელიან. აი, კირჩხიბი კი გაცემით იღებს სიამოვნებას. მას მოსწონს, როდესაც რაღაცას აკეთებს თქვენთვის, ბედნიერია როცა საჭიროა. არასოდეს გაყვედრით, რაც თქვენთვის გააკეთა, რადგან მისთვის თქვენი ღიმილიანი სახე ყველაზე დიდი საჩუქარია.

 

6. თბილია

სულში ჩაგისვამთ, თუ შეგიყვარათ. სულ ჩახუტება და მოფერება უნდა. გულგრილად ვერასოდეს ჩაგივლით გვერდზე. საკმაოდ მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს და გრძნობების გამომჟღავნება არ უჭირს, როცა ემოციური უსაფრთხოება გარანტირებული აქვს. როცა ყველაფერი გარკვეულია და თქვენს სიყვარულში დარწმუნებული, მისი სიმორცხვე სინაზედ გადაიქცევა და იმხელა სიყვარულის ბუშტი სკდება, კოცნები პანტაპუნტით ცვივა ციდან.

 

7. ერთგულია

თუ თქვენია, თქვენია. შეგიძლიათ თვალდახუჭულმა ენდოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არაადეკვატური ქცევები ახასიათებს და არც ისე ადვილია მისი განწყობილებების პროგნოზირება, შეგილიათ დარწმუნებული იყოთ, რომ არ გიღალატებთ და არაფრით დაგთმობთ.

 

8. უპირობოდ უყვარხართ

ეს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც შეუძლია ნაწყენიც იყოს, გაბრაზებულიც და მაინც უყვარდეთ, მაინც ზრუნავდეს თქვენზე. აი, აი ზუსტად ის ტიპი უჟმური სახით ცხვირაბზუებული რომ მოგყვებათ გვერდზე წვიმაში, არ გიმჩნევთ, ხმას არ გცემთ და ქოლგას მაინც გაფარებთ.

 

9.  მის გვერდით ყველაზე მეტად დაცული ხართ

შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. არასოდეს  არაფერი ავიწყდება. საყვარელ ადამიანებზე ფარივით არის გადაფარებული. ყველაფერი თქვენ ნაცვლად ახსოვს და ყველაფერი თქვენ ნაცვლად ადარდებს. იგი ციხესიმაგრეა, სახლია, სადაც მყუდროდ და უსაფრთხოდ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი.

 

10. იგი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ამჟღავნებს

ამბობენ, რომ კირჩხიბი დამგროვებელია, უსაფრთხოდ რომ იგრძნოს თავი შავი დღისთვის ყოველთვის აქვს გადანახული რაღაც რეზერვში. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ მატერიალურ სამყაროს არ ეხება. სულშიც უამრავი სამალავი აქვს, სადაც მის საუკეთესო მხარეს ინახავს, განსაკუთრებულ უნარებს და იმ თვისებებს, რომლებიც ამ ჩვენს სიყვარულისგან გაძარცვულ სამყაროში ძალიან გაიშვიათდა. იგი იმაზე მდიდარია სულიერად, ვიდრე გარედან ჩანს, ფასადების შეფერადებაზე რესურსს არ ხარჯავს,  შიგნით აქვს მაქსიმალური კომფორტი შექმნილი და თუ შინ მიგიპატიჟათ, შეთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

კირჩხიბი ადამიანი სახლია! შედიხარ – შინ ხარ. მყუდროდ ხარ. მშვიდად ხარ…

შედიხარ და რჩები..

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...