1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო. 

სამსაფეხურიანი საბაგიროს ქვედა სადგური თავისუფლების მოედანთან მდებარე სასტუმრო „Luxury Collection“-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც დაუკავშირდება ჯერ სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის პროექტს, ბოლოს კი – თაბორის ქედზე სასტუმროსა და გოლფ კლუბს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება რვაადგილიანი, 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს. სრული პროექტის დაგეგმარებასა და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი“ (RMS)“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული.

„ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოში განახორციელა“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...