1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას

თიბისი ბანკი, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას.
თიბისი ბანკი მზადაა შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა თიბისი ბანკში შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის  მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.
განცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო თიბისი ბანკის წილი  აქედან მხოლოდ 8%-ია.
ეს მაჩვენებლები ადასტურებს,  რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის  ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების  შემცირებას.
მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.
თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის  ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...