1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ კურო

1.იგი ყველაზე მშვიდი ნიშანია ნიშნებს შორის

კურო უკონფლიქტო ადამიანია, იცის მშვიდი ცხოვრების ფასი და ზედმეტ აურზაურს არაფრის გამო არასოდეს შექმნის. სიმშვიდეს პირდაპირ თვალებიდან ასხივებს. მის კომპანიაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.

 

2. ძალიან  საიმედო ადამიანია

იშვიათად რისკავს, უფრო სწორად თითქმის არასდროს, მისი რისკი, კარგად გათვლილი და გააზრებული რისკია ყოველთვის. სანამ ნაბიჯს გადადგამს, მანამდე ბევრს ფიქრობს, ამიტომ იშვიათად ცდება. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ.

 

3. მისთვის ღირებული ხართ

მისთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, ამიტომ ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ ექნება. თუკი საქმეს თქვენთან იჭერს, მნიშვნელობა არ აქვს საქმიანი პარტნიორი იქნებით, მეუღლე, თუ  მეგობარი, ესე იგი ძალიან ღირებული ხართ მისთვის. ზოგადად,  უსარგებლო, არაფრისმომცემ, ერთჯერად კავშირებში არ იხარჯება. თქვენთან თუა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ სათანადოდ გაფასებთ.

 

 

4. ბევრს გპატიობთ

კურო ყველა სხვა ნიშანზე მეტად მომთმენია. ყველაფერს ხედავს, მაგრამ მოთმინების ფიალა ძალიან ნელა ევსება. შეუძლია გაგიგოთ შეცდომები, შევიდეს თქვენს მდგომარეობაში, სანამ ყველა ზღვარს არ გადახვალთ. ეს ყველას არ შეუძლია.

 

5. მზრუნველია

საშინლად მესაკუთრეა და კუროს შემთხვევაში ეს თვისება დადებით თვისებად მოიაზრება, რადგან ყველაფერს უფრთხილდება, რაც მისია. თქვენ თუ მისიანად მოგიაზრებთ, ძალიან გაგიმართლათ. ყველანაირად შეეცდება ცხოვრება გაგიმარტივოთ. იზრუნებს თქვენზე. ყოველთვის გაგიმართავთ ხელს, როცა დაგჭირდებათ და თქვენ გვერდით იდგება ჭირსა თუ ლხინში.

 

6.   კომფორტულია

იგი თბილია, ღუნღულა და მოსიყვარულე. სასიამოვნო აურას ქმნის უზარმაზარი შინაგანი ჰარმონიის წყალობით. ეს ჰარმონია გადამდებია. უბრალოება, სიმარტივე და სიმყუდროვე. არასოდეს არაფერს ართულებს. თითქოს სახლში ხართ.

 

7. გასწავლით როგორ დატკბეთ ცხოვრებით

კურომ ყველაზე კარგად იცის კარგი ცხოვრების ფასი და ცდილობს საყვარელი ადამიანებიც კარგად აცხოვროს. გემრიელი საჭმელები, ლამაზი ჭურჭელი, კომფორტული ავეჯი.. და ფული. მას ეს ყველაფერი ძალიან უყვარს და რაც უყვარს ყოველთვის აქვს. იგი საუკეთესო რესტორანში წაგიყვანთ,  საუკეთესო კერძებს გაგასინჯებთ… ტაილანდურ მასაჟებზე დაგპატიჟებთ… მის გვერდით, ვერ მოახერხებთ ცუდად იცხოვროთ.

 

8. უბოროტოა

არაფერი ცუდი გულში არ უდევს, თავშიც არ მოსდის. არასოდეს ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. თუკი უყვარხართ, ძალიან კეთილგანწყობილია. ზემოთაც ვახსენეთ, იგი მესაკუთრეა და როგორ შეიძლება შენი საკუთრების ან გშურდეს, ან ცუდს უსურვებდე რამეს… ისე უხარია თქვენი წარმატება, როგორც საკუთარი გაეხარდებოდა. ეს კი დღეს ძალიან იშვიათი თვისებაა.

 

9. შეუპოვარია

სიჯიუტე უარყოფით თვისებად მიიჩნევა, მაგრამ სწორედ მისი მეშვეობით ახერხებს კურო იყოს შეუპოვარი. შესაძლოა დიდხანს ფიქრობდეს უნდა თუ არა რამე, მაგრამ როცა საბოლოოდ გადაწყვეტს, შემდეგ ისეთი დაჟინებით შეეცდება მის მოპოვებას და შემდეგ შენარჩუნებას, თითქოს მართლაც ხარის ძალა ჰქონდეს. ასეთივე დაჟინებით იბრძოლებს თქვენთვისაც.

 

10. სტაბილურია

კურო არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას დღეს რომ თავზე გადაგყვებიან და ხვალ რომ აღარ ახსოვხართ. იგი ძალიან სტაბილურია, თუ თქვენია, სულ თქვენია. უსიამოვნო სიურპრიზების არ შეგეშინდებათ. ეგ კი არა, სასიამოვნო სიურპრიზებიც შეიძლება შეგითანხმოთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და მისი დაკარგვის არ გეშინოდეთ. ბოლომდე ერთგულია თქვენი და საკუთარი თავის. მთელი ცხოვრება. ეს კი ძალიან იშვიათი და ძალიან დასაფასებელი თვისება გახდა თანამედროვე სამყაროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...