1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი ქარის გამო ქუთაისში მამაკაცს ხე დაეცა

ქუთაისში,  შენობის სახურავებიდან დამსხვრეული შიფერი, ხეებიდან კი ტოტები ცვივა. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ქარის გამო  ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ქარი დღეს შესუსტებისკენ დაიწყებს სვლას და ღამის საათებში ჩადგება. 

"მთლიანი ჩადგომა საღამოსაა მოსალოდნელი. ამ კვირის განმავლობაში იმერეთსა დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ქარი მოსალოდნელი არ არის", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები