1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის"

არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა, როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა- ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით, ხოლო არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა.

„ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება “სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” (რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკავშირდება) და „მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” (რომელიც ყოფილ პრემიერ - მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, უკავშირდება) შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არც ერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა. ორივე კამპანიის ლიდერები აღიარებდნენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ნეგატიური, პოლარიზებული და ზიანის მომტანი იყო, მაგრამ ისინი ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები