1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: 

17:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31 %, რაც რაოდენობრივად 1 662 453  ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საარჩევნო ოლქში - 58%,  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა - 37 %,  წალკის საარჩევნო ოლქში   დაფიქსირდა. პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 სთ-ზე შეადგინა  38.16%, რაც  რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველი იყო.   

„ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საქართველოში, საარჩევნო უბნების დახურვამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 171 საჩივარი. მათი ძირითადი ნაწილი დაწერილია გადასატან ყუთთან დაკავშირებით, უბანზე აგიტაციის შესახებ, წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით, მარკირების პროცედურებზე, საარჩევნო უბნიდან გაძევებაზე და ასე შემდეგ. საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში იქნება შესწავლილი. ანა მიქელაძემ კონკრეტულ შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მედიას: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან მივიღეთ ინფორმაცია,  იმის შესახებ, რომ მარნეულის #49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სავარაუდოდ ორჯერ მისცა ხმა.  მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის დადასტურების შემთხვევავში, ცხადია ეს არის არსებითი ხასიათის დარღვევა და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ ვადებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. 

ზუგდიდის #105-ე უბანზე მივიდა ორი ამომრჩეველი, რომლებიც იმ უბნის ამომრჩევლები იყვნენ. უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა („ყოფილი პოლიტ. პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) უთხრა, რომ აღნიშნული პირები არ იყვენენ ამ უბნის ამომრჩევლები. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საარჩევნო კომისიის მიერ, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ამავე უბნის ამომრჩევლები, მათ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...