1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობა ძალიან აღელვებს ერთ მხარეს

„ის რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოსახლეობის აქტივობა მაღალია,  როგორც ჩანს,  ძალიან აღელვებს  ერთ მხარეს“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩვენების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

 მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა,  პირველი ტურის შედეგია  და აქედან გამომდინარე,  მმართველი პარტიის  და საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობის, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნენების საფრთხეს ხედავენ.

„ვფიქრობ,  იმ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც პირველ ტურში სახლში დარჩა, არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს. ამ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. 

მისი აზრით,   ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოები და ტელეკომპანია ცდილობს,   წარმოაჩინოს  ერთეული დარღვევები, როგორც ტენდენცია.   ასევე, რუსთავი-2  -სა   და ხელისუფლებათან ოპონირების რეჟიმში მყოფი ცალკეული ტელევიზიების მხრიდან,  დაძაბულობის ტემპერატურის აწევის აშკარა მცდელობებია. 

„ასეთ დაძაბულ და ნერვების ომის პირობებში, შეიძლება ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს კიდეც. მთავარია, ცესკომ მყისიერად აღმოფხვრას დარღვევები და  საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელებს მიაწოდოს ინფორმაცია.  რაც კეთდება კიდეც და საკმაოდ ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ცესკო სწორად მოიქცა,  როდესაც არსებულ დარღვევებზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა რომ მათ,  მეტწილად პროცედურული ხასიათი აქვთ. პირადად ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისათვის,  ძალიან ნიშანდობლივია, რომ წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ცესკო აქტიურად აწარმოებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რადგან  სწორედ ინფორმაციის დეფიციტი ან დეზინფორმაცია ქმნის ვნებათაღელვის და პროტესტის ნიადაგს“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...