1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გია აბაშიძე: საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  ფიქრობს , რომ  ხვალიდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ზღვარგადასული სიყალბისა, დემაგოგიისა, ცილისწამებისა, არსებულ ხარვეზთა ჰიპერბოლირებისა  და  მხარეებს შორის არსებული სიძულვილისა,  მშვიდ  და დემოკრატიულა ვითარებაში ჩაივლის.

როგორც გია აბაშიძემ განაცხადა,  ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ხვალაც დაამტკიცებს, რომ   დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოებაა და ევროპულ ოჯახში  ღირსეული ადგილი უკავია. 

„მრავალჯერ და ზედმეტ დოზებში ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ქოლგის ქვეშ არსებული სატელიტების პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა. ვნახეთ ასევე ერთ დროს ნაცადი ტაქტიკა - „რევოლუციონერთა“ ერთ- ერთი მეთოდი, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჰყავდეს და მოსახლეობაში გააჩინონ განცდა, რომ არჩევნები ყალბდება.   გარეთ 2018 წელია, საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა.  სახელმწიფოც ძლიერია საკუთარი ინსტიტუტებით.“- განაცხადა აბაშიძემ. 

მისივე თქმით,  ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც  პირველად იმართება ამ ხელისუფლების პირობებში,  მთავარი-  დემოკრატიული წარმატება და დამარცხებულის მიერ მარცხის აღიარებაა. 

„ უწინარესია, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად.   დამარცხებულმა ღირსეულად აღიაროს წაგება. წინასაარჩევნო პერიოდში მომსწრენი გავხდით მაღალი ემოციების,  დებატებისა, რომლებიც ბევრჯერ გადაიზარდა პირად თავდასხმებსა და შეურაცხყოფაში. ამის მიუხედავად,  უნდა ვაჩვენოთ დემოკრატიულ სამყაროს, რომ შეგვიძლია მშვიდ გარემოში,  საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, ერის კონსოლიდიდაცია და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებით თანმიმდევრული განვითარება.“ განაცხადა გია აბაშიძემ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...