1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც"- პატრიარქის მიმართვა პრეზიდენტობის კანდიდატებს

ჩამოტვირთვა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

პატრიარქმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა.

„ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე.  დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები