1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მთელი ოჯახი უნდა გავამწარო ადვოკატთან ერთად, როგორც მე გამამწარეს ამ 8 თვის განმავლობაში”

მთელი ოჯახი უნდა გავამწარო ადვოკატთან ერთად, როგორც მე გამამწარეს მთელი ამ 8 თვის განმავლობაში, – აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ის ადვოკატთან, მაია ქავთარაძესთან ერთად მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის უფლებადამცველის, ნაირა ოტიაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ადვოკატს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.

“ზუსტ თარიღს ვერ დაგისახელებთ, თუ როდის შევიტანთ სარჩელს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უკვ ვამზადებთ. ჩემი შვილი ჯერ გაციებული არ იყო, ადვოკატმა ათასი სისულელე რომ ილაპარაკა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები