1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე- ოპოზიციას ცეესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ,  რომ ცეესკო  საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს  და ხმის მიცემისათვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია. ეს აზრი    სასამართლომაც გაიზიარა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა. “- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

ანალიტიკოსის  თქმით, ეს რომ ასე არ არის, არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ  ცეესკომ  უცხოეთში მოქმედ საარჩევნო უბნებს მუშაობის დრო  საღამოს 12 საათამდე გაუგრძელა და მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი  ცეესკოს   საკუთარი უფლებამოსილების  გადაჭარბებაბში ადანაშაულებს.

 „კანონი არ დარღვეულა და ცესკომ არჩევნების მეორე ტური იმ დღეს დანიშნა, რასაც კანონი მოითხოვდა. ის, რომ   თბილისში მცხოვრებ და რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეზარებათ გამგზავრება და ხმის მიცემა და ა.შ. არის მხოლოდ ვარაუდებზე და განცდებზე აგებული მსჯელობები. კანონიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური  სამუშაო დღეს დაემთხვა, რაც არის ფაქტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც სამუშაო დღეს ჩატარდა, მაგრამ ამომრჩეველთა მოტივაცია მაღალი იყო.  მასში რეკორდულმა რაოდენობამ,  2,6 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არ მგონია  ამ  არჩევნებზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამომრჩეველს დემოტივაცია გაუჩნდეს და საარჩევნო ყუთებთან მისვლა ვერ შეძლოს. „- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორ მან აღნიშნა, ის რომ არასამთავრობო სექტორი არჩევნების პროცესს ასე გულდასმით და კრიტიკულად აკვირდება,  დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. თუმცა, სასურველია,  არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში, ასეთივე მონდომებით და შემართებით  ოპოზიციის ქმედებებსაც აკვირდებოდნენ.

„ის ბრალდებები, რაც ცეესკოს წინააღმდეგ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ მიმართვაში, დამტკიცებას საჭიროებს და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის.  ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ბრალდებები. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ამომრჩევლად რეგისტრირებულია 60,000 -მდე ჩვენი მოქალაქე საიდანაც, ტრადიციულად, არჩევნებში დაახლოებით 6000- მდე მოქალაქე  იღებს მონაწილეობას, რაც არც ისე დიდი ელექტორალური რესურსია.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ,  რომლის თქმითაც, ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია  არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება, რათა შემდეგ საპროტესტო აქციებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...