მსოფლიო
მღვდლის სამოსში გამოწყობილი კაცი 3 წლის ბავშვს იტაცებდა
2018-11-14 23:47:49
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.
„ჩემმა მეგობარმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. ორიოდე დღის წინ ქალაქში, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, დედას რამდენიმე წუთით შვილი თვალთახედვიდან მიემალა, დაიწყეს პატარას ძებნა, ხალხი შეშფოთდა. უეცრად დაინახეს 3 წლის ბიჭუნასთვის მღვდლის სამოსში ჩაცმულ (თუ გადაცმულ) ახალგაზრდა კაცს ჩაევლო ხელი და სადღაც მიარბენინებდა. როგორც კი მიხვდა, რომ შენიშნეს, ბავშვი მიატოვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ეს მოხდა ქუთაისში, დღისით, მზისით-ამბობს ძოწენიძე.
კომენტარები