1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

5 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ, ღამე მიირთვათ

გიყვართ, საღამოობით მაცივარში შეხედვა, რაც მსუბუქი საბაბით იწყება: „ჩაი ხომ არ დამელია?“ და ძეხვიანი ბუტერბროდით ან ტორტის ნაჭრით მთავრდება.  

ცოტა ხნის წინ დიეტოლოგებმა 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე აკრძალვა მოხსნეს. სპეციალისტების აზრით, მკაცრი დიეტა სულაც არ არის საჭირო, თუ საღამოს რაციონისთვის სასარგებლო პროდუქტებს შევარჩევთ. ისეთებს, რომლებიც ღამის ძილს გაგვიუმჯობესებს და სასწორზე ისრებს სასურველი მიმართულებით გადახრის. აი, ეს პროდუქტებიც: 

1. შავი შოკოლადი 

ხშირად ის აკრძალული პროდუქტების სიაში შეაქვთ, მაგრამ სულ ტყუილად. თხილიან და რძიან შოკოლადსა და შავ შოკოლადს შორის ხომ უზარმაზარი სხვაობაა. შავი შოკოლადი შაქარს მინიმალური რაოდენობით შეიცავს. ის ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას და სისხლში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.

2. წვნიანი 

ამ ჩამონათვალში ამ ბლუდას, ალბათ, ნამდვილად არ ელოდით! მიუხედავად ამისა, წვნიანი შეგიძლიათ, ღამითაც მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი თბილი სითხე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. თუ საღამოს იგრძნობთ, რომ ერთი ჭიქა ჩაი თქვენს შიმშილთან ვერაფერს გააწყობს, აუცილებლად გააცხელეთ ცოტაოდენი სუპი და მიირთვით (უმჯობესია ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი). ოღონდ გახსოვდეთ: არ ღირს ღამით ოსპის, ბარდის ან ლობიოს წვნიანის ჭამა.

3. ნუში

დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ამ გემრიელობით თავს ხშირად ვერ გავინებივრებთ, მაგრამ, როცა რაღაც ძალიან გინდა, თავს ფუფუნების უფლება უნდა მისცე. ცოტაოდენი ნუში საუკეთესო საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად. ვისაც გახდომა უნდა, შეუძლია თამამად მიირთვას ნუში ღამით. 

4. გოგრის „მზესუმზირა“

თუ საღამოს საათებში პოპ-კორნისა და ჩიფსებისკენ გაგექცათ თვალი, სასწრაფოდ გადამალეთ ეს მავნე პროდუქტი და მის მაგივრად გოგრის თესლი მიითვით! ეს სწორედ ის საკვებია, რომელიც ადვილად გაუმკლავდება ღამის შიმშილს და ძილსაც მოგგვრით. როგორც ცნობილია, გოგრის „მზესუმზირა“ მდიდარია მაგნიუმით, რაც ასე საჭიროა მშვიდი და ღრმა ძილისთვის. 


5. ბრინჯი 

დიეტოლოგები ხაზს უსვამენ ერთ უდავო ფაქტს: ის დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტიც ბრინჯია, 46%-მდე ამცირებს უძილობის ალბათობას. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია: ის გავლენას ახდენს ტრიპტოფანისა და მელატონინის სწრაფ გამომუშავებაზე. სწორედ ეს ჰორმონებია აუცილებელი ხარისხიანი ძილისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს საკუთარი ორგანიზმის. ზოგჯერ შეიძლება წყურვილი მოგვეჩვენოს შიმშილად, ამიტომ საღამოობით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ან იმბირის თბილი ჩაი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...