1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომობი ხდება

ევროპა დონა საქართველო - პაციენტები პაციენტებისთვისმადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომისთვის!

14 ნოემბერს, 11:00  საათზე, სასტუმრორადისონ ბლუ ივერიაში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია   „ევროპა დონა საქართველო“  პრესკონფერენციას გამართავს. შეხვედრა საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანს ძუძუს  კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

ღონისძიების მიზანია „ევროპა დონა საქართველოს“  მხრიდან მადლიერების გამოხატვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლის თანადგომით რეგიონებში HER2 დადებითი  ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი ხდება.  

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანისთან მიღწეული შეთანხმებით საქართველოს რეგიონებში, ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა-ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

პრესკონფერენციაზე მოწვეული პაციენტები, ექიმები და მხარდამჭერები, კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი და მოწვეული პაციენტები.

პრესკონფერენციაზე ასევე მოწვეულნი არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის  საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექიმები, კამპანიის მხარდამჭერები და პაციენტები.

არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები 15 ოქტომბერს დაწყებულ კამპანიას #ნუგანმასხვავებ, რომლის მიზანს რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს (მე-4 სტადია) მქონე ქალბატონების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.  კამპანიის ფარგლებში სოციალურ მედიაში განთავსდა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული რამდენიმე პაციენტის ისტორია. მათი ღია წერილები კი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში დაეგზავნათ, რათა პაციენტების სათქმელი ადრესატამდე მისულიყო.

12 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება და საქართველოში დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა  მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ აუცილებელი თარგეთული პრეპარატების დაფინანსება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივაღწიეთ, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებას.  ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია. დღეს მიღწეული შეთანხმებით,     გაიზრდება  პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების  ხარისხი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ ერთმანეთის გვერდში დგომითა და თანაგრძნობით! მთავარია, ბრძოლის უნარი და გამძლეობა არ დავკარგოთ. ჩვენ დაავადებასთან სწორედ მაშინ ვმარცხდებით, როდესაც სიცოცხლის უფლებას გვართმევენ ან გვიზღუდავენ! გარკვეული ნიშნით განგვასხვავებენ - #ნუგანმასხვავებ, ეს აღარ უნდა განმეორდეს“ აღნიშნავს  კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და  დამიზნებითი თერაპიის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.  2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის,  რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული   პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა,  საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაში იყო.

 „ევროპა დონა საქართველო“  2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.  ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...