მსოფლიო
“მამა ნიკოლოზის ერთგული მრევლის ნახელავი” – ირინა ლეჟავა ნაცემი მეზობლის ფოტოს აქვეყნებს
2018-11-12 14:54:04
ირინა ლეჟავა “ფეისბუქზე” ავრცელებს ფოტოს, რომელზეც დასისხლიანებული მამაკაცის სახე ჩანს. ლეჟავას ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობა მამაკაცზე მამა ნიკოლოზის მრევლმა განახორციელა.
"მამა ნიკოლოზის ერთგული მართლმადიდებელი მრევლის ნახელავი..." - წერს ლეჟავა .
შეგახსენებთ, რომ ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ერთმანეთს კორპუსის მცხოვრებლები და ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.
ადგილზე შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივები ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
კომენტარები