1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 წლის გრიგორ ესებუას მიმართვა საქართველოს და vtb ბანკების მმართველებისადმი – “არ გრცხვენიათ ….სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო..?”

სოციალურ ქსელში 10 წლის ბავშვის —  გრიგორ ესებუას  მიმართვა ვრცელდება, რომლის ოჯახსაც ბანკებში დაგროვილი კრედიტების გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს და შესაძლოა საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს, ამიტომ დახმარებას ითხოვს. 

„პლანეტის მილიონრებს – მე ვარ გრიგორ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ; მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის (დიასახლისი). მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით (27 წლის მუშაობის სტაჟით). მამამ 2013 წელს ვითიბი ბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი19 500 დოლარის ოდენობით, როცა დოლარი 1,65 იარი ღირდა (სესხი 10 წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი) თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 $. მამა ყოველთვე იხდიდა 292 $. მამას აგრეთვე ტაო პრივატ ბანკის 35000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო მამამ ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. 3500 ლარში საქართველოს ბანკი 10000 ახდევინებს.(თავი ფული 35000 ლარი გადახდილი აქვს). ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი ხოლო ვითიბი ბანკს 513 ლარი საუბედუროდ ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 მე მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს —  არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ! მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ მაშიმშილებთ. როგორ  აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18000$ გადახდილი აქვს, მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით სახლიდან გაძევება გვემუქრება.

მე წასასვლელი არსად მაქვს .სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა. მე 5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ ,მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო მაგრამ სად ქუჩაში? გამოსავალი ერთია მამა თავი უნდა მოიკლას მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან. მამის სიცოცხლის სანაცვლოდ მიღებული სისხლიანი სახლი არ მინდა. ხის სახლი, რომელიც 100 წლისაა ავარიულ მდგომარეობაშია, მე გრიროლ ესებუა კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხა (თვიური გადასახადი 292$)ივნისის თვემდე.

მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ოღონდა ახლა არ გამწიროთ ქუჩისათვის. გთხოვთ…“ წერს 10 წლის გრიგორ ესებუა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...