1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, თბილსერვის ჯგუფმა უკვე დაიწყო საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება და  საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი. 

"გუშინ დავიწყეთ ახალი წლის ილუმინაციების მონტაჟი ნაძალადევის რაიონიდან. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით  თვე ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაო პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. როგორც ძველი ასევე ახალი ტიპის ილუმინაციები იქნება გამოყენებული და ძალიან ლამაზი იქნება დედაქალაქი ამ დღეებში. სამუშაოებს დავასრულებთ 14-15 დეკემბრისთვის."- განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.

"მართლაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ საახალწლოდ დედაქალაქი იყოს ულამაზესი  და შევქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა. ეტაპორივად ინფორმაციას მივაწვდით დედაქალაქის მოსახლეობას თუ რა ლოკაციებზე გაიმართება ღონისძიებები,"- აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები