1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ ბავშვის მშობლებიც მოიწამლნენ და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლები ყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების,
დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები