1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“

 პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს :

„36 037-ო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთმანეთის პოვნისთვის და ერთად შეგროვებისთვის! მადლობა, ერთმანეთს არჩევანის შეთავაზებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მივეცით! ვწუხვარ, რომ გიმტყუნეთ და მეტი თანამოაზრე ვერ შეგძინეთ. შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა. სახელმწიფო თანამდებობა ჩემთვის ცხოვრების ტვირთია და არა ცხოვრების მიზანი. ამას გრძნობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, თქვენგან განსხვავებით, ხმის არ მოცემით „შემიბრალებს“ ხოლმე... მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს და მშენებელს გონებაც კი არ უღებს კარს... მე ადამიანში პარტნიორ მოქალაქეს ვეძებ და მასთან ვსაუბრობ. ჩვენს არჩევნებში კი ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო... მე ვერც ბიზნეს წრეები „დავითრიე“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამიტომაც მოვხსენი ყველა დროის რეკორდი „პერ-ხმა-კაპიტა“ დახარჯული თეთრით... გამოდის, რომ ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია - „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს “ჟინი და მარიფათი” თუ მექნებოდა, ეხლა მე სხვისი რჩეული ვიქნებოდი და მათ მივმართავდი, ვისაც საქვეყნო საქმე კი არა, საქვეყნოდან სათავისოს ვერ მოციცქვნა ადარდებს. მე კი თქვენთან მირჩევნია. დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად და ჩვენი ხელშეწყობით სხვა ჩვენნაირები, ჩემზე უკეთესები და ძლიერები, გაიმარჯვებენ. მეც დღეიდან მათ წარმატებას მოვახმარ ჩემი ცოდნის, გამოცდილებისა და ენერგიის ძირითად ნაწილს. მეტი და უკეთ ორგანიზებული შრომით ნამდვილად მეტი შეგვიძლია! საქართველო მაშინ დალაგდება, დამშვიდდება და გაძლიერდება, როცა 36 037 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ 360 370 გავხდებით ,მეტი არა, თორემ ჩვენც ავურევთ“, - აცხადებს უსუფაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...